ძველი თბილისის რვა ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერიამ ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირებისთვის მიიღო

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და საფეხმავლო გახდება აღმაშენებლის გამზირი N44-დან ზაარბრიუკენის მოედნამდე (ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთი), ერეკლე მეორის, ბოტანიკურისა და ალექსანდრე დიუმას ქუჩები და გორგასლის I შესახვევი, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია - Sputnik საქართველო
პროექტი "ახალი ტფილისი"- ტურისტული სამოთხე ქალაქის ცენტრში

თბილისის მერია დავით აღმაშენებლის გამზირზე ახორციელებს მასშტაბურ პროექტს — „ახალი ტფილისი“, რომელიც გამზირის ახალ რეკრეაციულ ზონად გადაქცევას ითვალისწინებს. გამზირის ნაწილი ქვეითად მავალთა ზონა იქნება, აქ ახალი ტურისტული მარშრუტები გაივლის. გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება.

გარდა ამისა, საფეხმავლო ქუჩების სტატუსი მიენიჭა შარდენის ქუჩას, ბამბის რიგსა და რკინის რიგსაც. ქუჩების შესასვლელებში ავტომატური ჩამკეტები დამონტაჟდება. მათი მართვის პულტები მოსახლეობას გადაეცემა. საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანები საფეხმავლო ქუჩებზე შესვლას შეძლებენ. მერიამ ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირებისთვის მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0