დავით აღმაშენებლის გამზირზე კომუნიკაციები სრულად გამოიცვლება, ინფრასტრუქტურა მოეწყობა,მოხდება საფეხმავლო ბილიკებისა და სამანქანე გზის რეაბილიტაცია, განათების ახალი სისტემის ყოველივე ამას ითვალისწინებს თბილისის მერიის პროექტი „ ახალი ტფილისი“.
ამ ტერიტორიაზე 1817 წელს გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ადგილის განვითარებაში, მათ შორის, ბაღების გაშენებაში.
თბილისის ისტორიულ უბანში ნაწილობრივ აღდგება „გერმანული ბაღები“, რომლებიც XIX საუკუნეში 100 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. ამას გარდა, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 სახლი, რომელთა ძირითადი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, სრულად რესტავრირდება.
თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირი კეთილმოწყობილ ტერიტორიად მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან იქცა. 2010 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქუჩის ნაწილის რესტავრაცია მოახდინა, ამჯერად კი დედაქალაქის მერია რეაბილიტაციის ახალი პროექტის განხორციელებას შეუდგა.
2016 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამზირის იმ ნაწილის აღდგენა დაეწყო, რომელიც ადრე ვერ მოხვდა სარესტავრაციო სამუშაოებში.
აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია სწრაფი ტემპებით მოხდება.
აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია სწრაფი ტემპებით მოხდება.