დავით აღმაშენებლის გამზირის ისტორია თბილისში

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиაღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია
აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის გამზირის ისტორიის შესახებ მოგითხრობთ. მისი განვითარების ეტაპები ნათლად სჩანს მე-19 და მე-20 საუკუნეების ქალაქის რუკაზე.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირი კეთილმოწყობილ ტერიტორიად მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან იქცა. 2010 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ქუჩის ნაწილის რესტავრაცია მოახდინა,  ამჯერად კი დედაქალაქის მერია რეაბილიტაციის ახალი პროექტის განხორციელებას შეუდგა. 

პროექტ „ახალი ტფილისის“ თანახმად, აღმაშენებლის გამზირის მიდამოებში, ახალი საზოგადოებრივ-რეკრეაციული ზონები, ტურისტული მარშრუტები და მოედნები და გალერეები გაჩნდება. 

გიორგი კვირიკაშვილი და დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
ახალი"ძველი თბილისი" ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირი
 

მე-18 საუკუნეში, აღმაშენებლის გამზირის ამჟამინდელ ტერიტორიაზე კუკიის ტყე იყო. ასწლეულის ბოლოს ტერიტორია სოფლის ტიპის დასახლებად იქცა. 

1817 წლიდან კუკიის ჩრდილოეთ ნაწილში გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ. სწორედ მათ შეიტანეს უდიდესი წვლილი „ახალი კუკიის“ ფორმირებაში და ახალი რაიონის მშენებლობას დაუდეს სათავე. 

წლების შემდეგ, როცა თბილისს კავკასიაში მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი მართავდა (1844-1854), სოფელი კუკია თბილისის ნაწილად იქცა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო იმ ქუჩის მშენებლობა, რომელსაც შემდგომში ისევე როგორც მთელ რაიონს ნიკოლოზ პირველი რომანოვის ვაჟის — მიხეილის სახელი ეწოდა, შემდეგში კი მიხეილის გამზირი.

 მიხეილის რაიონში 32 ქუჩა გაიყვანეს, ორივე მხრიდან დარგეს ჭადრები და დააგეს ტროტუარი. 

რაიონის განვითარების ეტაპები კარგად ჩანს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის რუქებზე. 1844 წლის რუქაზე კუკიას რაიონი ჯერ კიდევ ფორნირების პეოცესშია, 1867 წელს უკვე ფორმირებულია, ხოლო 1902 წლის რუქაზე არსებული ქუჩების ქსელი, დღევანდელს შეესაბამება. 

1918 წელს, რუსი მარქსისტის გიორგი პლეხანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქუჩას პლეხანოვის გამზირი დაარქვეს. 1990 წელს გამზირმა ახალი სახელი შეიძინა და დავით აღმაშენებლის გამზირი ეწოდა. 

რაც შეეხება გამზირის თანამედროვე ისტორიას, 2010 წლის იანვარში დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, აღდგა შენობები, დამონტაჟდა თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები და ქუჩის განათება. 2011 წლის ნოემბერში შედგა გამზირის საზეიმო გახსნა. 2016 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამზირის იმ ნაწილის აღდგენა დაეწყო, რომელიც ადრე ვერ მოხვდა სარესტავრაციო სამუშაოებში. 


ყველა ახალი ამბავი
0