თბილისში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჩამოვიდა

© FB/Минобороны Грузииლევან იზორია და ჟან ივ ლე დრიანი
ლევან იზორია და ჟან ივ ლე დრიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პირველად, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი იმყოფება, — იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. 

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა პრესკონფერენცია გამართეს 

ლევან იზორიამ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი და წარმატებული ორმხრივი ურთიერთობა თავდაცვის სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საჩხერის სამთო მომზადების სკოლა. ამ სკოლის შექმნასა და განვითარებაში საფრანგეთს უდიდესი წვლილი მიუძღვის.“, — თქვა მინისტრმა. 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ფრანგ კოლეგას სამხედრო განათლების სფეროში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „გვქონდა საუბარი სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. საფრანგეთის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უფრო გაიზრდება გაცვლითი პროგრამები და უფრო მეტი კადეტი შეძლებს საფრანგეთში განათლების მიღებას,“ — აღნიშნა მან.

სოლიდარობის აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
საფრანგეთის საელჩოსთან ნიცის ტერაქტში დაღუპულებს მიაგეს პატივი

შეხვედრაზე საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ქართველი სამხედრო შენაერთების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაზეც იმსჯელეს. 

ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა კონფლიქტებსაც და შავი ზღვის აუზში საფრანგეთის წარმომადგენლობის გაძლიერებას. „ბათუმის პორტში, ოქტომბერში ფრანგული გემის შემოსვლა იგეგმება. ესეც ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი სიმბოლოა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო, სანდო და კონსტრუქციულია. ჩემი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას,“ — განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

სამ დღიანი ვიზიტის მსვლელობისას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. იგი ასევე ეწვევა საჩხერის სამთო მომზადების სკოლას. 


ყველა ახალი ამბავი
0