საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ხმის მისაცემად გიუმრიში წასვლა მოუწევთ

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სახელმწიო სათათბიროს არჩევნები
რუსეთის სახელმწიო სათათბიროს არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ცესკოს წევრი განმარტავს, რომ ქალაქი გიუმრი მოსახერხებელი სატრანსპორტო მიმოსვლის გამო შეირჩა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც  სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დღისთვის, 18 სექტემბრისთვის  საქართველოში იქნებიან, ხმის მისაცემად სომხეთში, ქალაქ გიუმრიში წასვლა მოუწევთ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის ცესკოს წევრ ვასილი ლიხაჩოვზე დაყრდნობით.

რუსეთის ცესკოს წევრი ნიკოლაი ლევიჩევი - Sputnik საქართველო
რუსეთის მოქალაქეებს სათათბიროს არჩევნებზე ხმის მიცემა 145 ქვეყანაში შეეძლებათ

ლიხაჩოვის თქმით, თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში რუსეთის მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნის მოწყობა ვერ მოხერხდა.

„[შვეიცარიის საელჩოში] არ არსებობს არანაირი საშუალება,  ურთიერთობის სტატუსიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო უბანი მოეწყოს. რუსული ელექტორალური ნაწილი, რომელიც ახლა საქართველოში ცხოვრობს, სომხეთში, გიუმრის უბანზეა მიწერილი“, — განაცხადა ლიხაჩოვმა.

რუსეთის ცესკოს წევრი განმარტავს, რომ ქალაქი გიუმრი  მოსახერხებელი სატრანსპორტო მიმოსვლის გამო შეირჩა.

შეგახსენებთ. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18 სექტემბერსაა დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0