პოლიციამ საქართველოს მასშტაბით პოლიციური შემოწმებები ჩაატარა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციელები
პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ შწმოწმებისას 60-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა დანაშაულისთვის დააკავა. სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული და 135 ადმინისტრაციული კანონდარღვევა,

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. პოლიციური შემოწმებების შედეგად, რომელიც საქართველოში დანაშაულის აღკვეთისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ტარდება, ასობით სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული დარღვევა გამოვლინდა.

საპოლიციო შემოწმებები, რომელსაც შსს სპეციალურ პოლიციურ კონტროლს უწოდებს,  6-8 სექტემბერს გაიმართ.  საპოლიციო კონტროლის დროს სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული და 135 ადმინისტრაციული კანონდარღვევა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 59 ფაქტი,  ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის 50 ფაქტი, ქურდობის 20 ფაქტი და ოჯახური ძალადობის, ცემის, ძალადობისა და პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევის ცალკეული შემთხვევები. 

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
შს მინისტრი: პოლიცია არჩევნებზე დესტაბილიზაციას არ დაუშვებს

საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სხვადასხვა ფაქტი. კერძოდ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის 50 ფაქტი,  პოლიციაზე დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის 31 ფაქტი, ცივი იარაღის ტარების 29 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 4 ავტომატი, 12 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 2 შაშხანა, 12 გადაჭრილი სანადირო თოფი, 8 სანადირო თოფი, 1 შაშხანად გადაკეთებული პნევმატური თოფი და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები.

სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის — 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 30 პირი დააკავა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0