აშშ: მსოფლიოში ტერაქტების საფრთხე ნარჩუნდება

© AP Photo / J. Scott Applewhiteაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ტერორისტები გეგმავენ შეტევებს ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგაც და ასევე ამერიკის ინტერესების წინააღმდეგაც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ სიფხიზლე, ვინაიდან ტერორისტული შეტევების საფრთხე მსოფლიოში კვლავ არსებობს, ნათქვამია ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

„ბოლო მონაცემები  გვავარაუდებინებს, რომ ტერორისტული ჯგუფები კვლავ განაგრძობენ ტერორისტული შეტევების მომზადებას სხვადასხვა რეგიონებში… ამერიკის მოქალაქეებმა უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლის მაღალი დონე და მიიღონ ზომები საკუთარი უსაფრთხოებისთვის“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები - Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში ტერაქტების საფრთხეზე იტყობინება

დეპარტამენტის ინფორმაციით, სანდო მონაცემები აჩვენებს, რომ „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ ქაიდას“  დაჯგუფებები კვლავაც განაგრძობენ ევროპაში შეტევების მომზადებას იმ ძალების მიერ, რომლებმაც სირიასა და ერაყში საამისოდ სპეციალური მომზადება გაიარეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ტერორისტები გეგმავენ შეტევებს ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგაც და ასევე ამერიკის ინტერესების წინააღმდეგაც ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

ყველა ახალი ამბავი
0