აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში ტერაქტების საფრთხეზე იტყობინება

© voenkor.infoისლამური სახელმწიფოს მებრძოლები
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსტრემისტებს მიზანში აქვთ ამოღებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპორტული ღონისძიებები, თეატრები და ბაზრები. ევროპის ქვეყნები კვლავ მოწყვლადია ტერორისტული შეტევებისთვის.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები უახლოეს ხანებში ევროპაში ტერაქტებს გეგმავენ, ნათქვამია გაფრთხილებაში, რომელიც ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

„სარწმუნო ინფორმაცია გვიჩვენებს, რომ ისეთი ტერორისტული დაჯგუფებები, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“ და „ალ-კაიდა“ და მისი მომხრეები უახლოეს ხანებში ევროპაში ტერაქტებს ამზადებენ. ყველა ევროპული ქვეყანა მოწყვლადია საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმების წინაშე“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ისლამური სახელმწიფოს წევრები - Sputnik საქართველო
ევროპაში შესაძლო დიდი ტერაქტების შესახებ განცხადებას ევროპოლი აკეთებს
 

ხაზგასმულია, რომ ექსტრემისტებს მიზანში აქვთ ამოღებული „მსხვილი სპორტული ღონისძიებები, თეატრები, ღია ბაზრები, საავიაციო სამსახურები, სატრანსპორტო სისტემები და საზოგადოებრივი ადგილები“. „ხელისუფლება თვლის, რომ ევროპაში ტერაქტების გაგრძელების დიდი ალბათობაა, რადგან სირიიდან და ერაყიდან იქ ბრუნდებიან ევროპის მოქალაქეები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ უჭერენ მხარს“, — ნათქვამია დოკუმენტში. 

იქვე აღნიშნულია, რომ ტერაქტები შესაძლოა მოხდეს სხვა რეგიონებშიც, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0