ევროპაში შესაძლო დიდი ტერაქტების შესახებ განცხადებას ევროპოლი აკეთებს

© Flickr / Day Donaldson"ისლამური სახელმწიფოს" წევრები
ისლამური სახელმწიფოს წევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერაქტების საფრთხე არა მხოლოდ ბოევიკების დაჯგუფებიდან, არამედ „მარტოხელა“ ტერორისტებიდანაც მოდის, ტერორისტული საფრთხე არ შემცირებულა, განაცხადა ევროპის პოლიციის დირექტორმა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ევროპოლის დირექტორი რობ უეინრაიტი აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა შესაძლოა ევროპაში დიდი ტერაქტები მოაწყონ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Neue Zuercher Zeitung-ზე დაყრდნობით.

ევროპის პოლიციის დირექტორის განმარტებით, ევროპა ბოლო ათი წლის განმავლობაში უდიდეს ტერორისტულ საფრთხეს შეეჯახა და დასძინა, რომ ტერაქტები შეიძლება განახორციელონ არა მხოლოდ ბოევიკების დაჯგუფებებმა, არამედ ცალკეულმა ტერორისტებმაც. „ამასთან, არის საშიშროება, რომ შეტევას „მარტოხელა“ ტერორისტი განახორციელებს, საფრთხე არ შემცირებულა“, — აღნიშნა უეინრაირმა.

„სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფო“ ან სხვა რელიგიური ტერორისტული დაჯგუფება შეტევას სადმე ევროპაში განახორციელებს, რომლის მიზანი მოსახლეობაში დიდი რაოდენობის მსხვერპლი იქნება“, — განაცხადა უეინრაიტმა გერმანული გამოცემასთან ინტერვიუში.

„ისლამური სახელმწიფო“ ამჟამად მსოფლიოსთვის უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს. სამ წელიწადში ტერორისტულმა ორგანიზაციამ ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრო და ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ, ლიბიაში ცდილობს თავისი გავლენის გაფართოებას. სხვადასხვა მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილი ტერიტორიების ფართი 90 ათას კვადრატულ კილომეტრს აღწევს.

ასევე განსხვავებულია ორგანიზაციის წევრთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციაც — ის 50 ათასიდან 200 ათასამდე მერყეობს.

ყველა ახალი ამბავი
0