Apple-მა სამსახურიდან გაუშვა თანამშრომლები, რომლებიც ავტომობილის შექმნაზე მუშაობდნენ

© Flickr / Mark GarbowskiApple Store
Apple Store - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიამ გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეატყობინა, რომ მათი გაშვება პროექტის „ხელახალ გადატვირთვასთან“ იყო დაკავშირებული.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ამერიკულმა კომპანია Apple-მა რამდენიმე განყოფილება დახურა და სამსახურიდან გაუშვა რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომლებიც თვითმავალი ავტომობილის შექმნაზე მუშაობდნენ, იუწყება სააგენტო РИА Новости გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსზე“ დაყრდნობით.

როგორც გაზეთი წერს წყაროზე დაყრდნობით, კომპანიამ გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეატყობინა, რომ მათი გაშვება პროექტის „ხელახალ გადატვირთვასთან“ იყო დაკავშირებული.

ნიკა დათიკაშვილი - Sputnik საქართველო
აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა iPhone-ის ყველასთვის საჭირო პროგრამა შექმნა

Apple-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კომენტარზე უარი თქვა.

„ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, რომ პროექტ „ტიტანზე“ მომუშავე სპეციალისტების შემცირება იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია  პროექტის რეალიზაციაში სირთულეებს გადააწყდა ბოლო ორი წლის განმავლობაში Apple-მა პროექტის ხარჯები გაზარდა, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს მაინც ვერ მიაღწია.

თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ წყაროს ინფორმაციით, კომპანია დახურულ სივრცეში უკვე უტარებს ტესტირებას რამდენიმე სრულად ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებას. 

2015 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ Apple პირველი თვითმავალი ავტომობილების გამოშვებას 2019 წლისთვის გეგმავდა. გაზეთი Wall Street Journal მაშინ წერდა, რომ პროექტის ხელმძღვანელებმა სტაფის 600 კაცამდე გაზრდის უფლება მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0