თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევი მატჩს, რომელიც თბილისში გაიმართა, სპორტის 9,8 ათასი მოყვარული დაესწრო, რაც ამ სეზონის საკვალიციკაციო ციკლში რეკორდული მაჩვენებელია.
აღნიშნული მონაცემები FIBA-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისის „სპორტის სასახლეში“ დაახლოებით 10 ატასი ადამიანი დაესწრო მატჩს. გულშემატკივართა დიდი რაოდენობა სექტორებს შორის კიბის საფეხურებზე ისხდნენ. ამასთან, ამ მონაცემებში მასმედიის წარმომადგენლები გათალისწინებული არ არიან.
საქართველოს კალათბურთის ნაკრებსა და ჩერნოგორიის გუნდს შორის მატჩი 7 სექტემბერს გაიმართა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 76:74 დასრულდა.
"F" ჯგუფში ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევი თამაში საქართველოს ნაკრებს 10 სექტემბერს, ალბანეთის წინააღმდეგ გასვლით მატჩზე ექნება.