საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის დასაწყისშივე იგდო ინიციატივა ხელთ და პირველი მეოთხედი ანგარიშით 25:19 დაამთავრა.
მეორე მეოთხედში სტუმრებმა თამაში დაცვაშიც ააწყეს და შეტევაშიც, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ჩერნოგორიელებმა ანგარიშში ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირეს და შესვენებაზე სწორედ ამ შედეგით გავიდნენ.
მატჩის მეორე ნახევარში ქართველმა კალათბურთელებმა არაერთი სამწუხარო შეცდომა დაუშვეს დაცვაში. ამან ჩერნოგორიის ნაკრებს საშუალება მისცა არა მხოლოდ გაეთანაბრებინა ანგარიში, არამედ წინაც გასულიყო.
ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის აქტიურობამ ქართველ კალათბურთელებს წონასწორობის აღდგენა მოახერხებინა. მაგრამ საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე, მსაჯების არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, 20 წამის განმავლობაში ორმა წამყვანმა მოთამაშემ — ფაჩულიამ და შერმადინმა დატოვეს მოედანი.
ამან ჩერნოგორიელებს ფსიქოლოგიური და სათამაშო უპირატესობა მისცა და საქართველოს ნაკრებს ბოლო წამებზე გამოსტაცეს გამარჯვება.