რუსეთი ქართული ღვინის №1 იმპორტიორად რჩება

© Xcookწითელი ღვინო
წითელი ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან საქართველომ ღვინო მსოფლიოს 46 ქვეყანაში გაიტანა, რაც საერთო ჯამში 64,8 მლნ დოლარს შეადგენს.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქართული ღვინის იმპორტიორებს შორის — იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველომ იქ დაახლოებით 14,7 მლნ ბოთლი ღვინო შეიტანა, რაც 45%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
სულ საქართველომ 2016 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 28,2 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რაც 42%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

საანგარიშო პერიოდში საქართველომ ღვინო მსოფლიოს 46 ქვეყანაში გაიტანა, რაც საერთო ჯამში 64,8 მლნ დოლარს შეადგენს და 2015 წლის ანალოგიურ პერიოდს 16%-ით ჭარბობს.

მეორე ადგილზე ქართული ღვინის იმპორტის მხრივ ჩინეთია დაახლოებით 3,4 მლნ ბოთლით. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 184% შეადგინა.

ტალებ რიფაი - Sputnik საქართველო
რიფაი: საქართველო - ყველაზე ლამაზი ქვეყანაა მსოფლიოში

მესამე ადგილი ჩამონათვალში უკრაინას უკავია, სადაც საქართველოდან ექსპორტზე 3 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო გავიდა. ექსპორტი ამ ქვეყანაში 75%-ით გაიზარდა.

ქართული ღვინის ძირითად ექსპორტიორთა ხუთეულში მოხვდნენ ყაზახეთი (დაახლოებით 2,3 მლნ ბოთლი) და პოლონეთი  (1,4 მლნ ბოთლი).

ამ წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ყაზახეთში ქართული ღვინის ექსპორტი დაახლოებით 22%-ით შემცირდა, ხოლო პოლონეთში პირიქით, 34%-ით გაიზარდა.

ქართული ღვინის ექსპორტში ასევე გაიზარდა: ყირგიზეთში (107%), ბელარუსში (47%), ესტონეთში (39%), დიდ ბრიტანეთში (65%), იაპონიასა (12%) და აშშ-ში (10%).

ყველა ახალი ამბავი
0