რიფაი: საქართველო - ყველაზე ლამაზი ქვეყანაა მსოფლიოში

გამოწერა
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენციის ჩატარებისათვის საქართველოს შერჩევა უმიზეზოდ არ მომხდარა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ბუნების, კულტურის, ღვინისა და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის წყალობით, საქართველო ერთ-ერთი ლამაზი ქვეყანაა მსოფლიოში, განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ.

აღნიშნული განცხადება რიფაიმ საქართველოში გამართულ ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაზე გააკეთა. ღონისძიება, რომელიც გაეროს ეგიდით იმართება, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და მსოფლიოში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზებას ისახავს მიზნად.

წითელი ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველოში ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია-გაიხსნა

„ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქვეყანაში ვიმყოფებით… საქართველო ძალზე ლამაზია არამარტო თავისი ბუნებით, მთებით, ღვინის ისტორიით, რომელიც 8 ათას წელს ითვლის, არამედ სტუმართმოყვარეობითა და ლამაზი ხალხით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცოცხალი და ენერგიული  ხალხია“, — განაცხადა რიფაიმ.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ქართული მრავალხმიანობით აღფრთოვანება ვერ დამალა.

„ღვინო — ცხოვრების განსახიერებაა… რვა ათასი წლის წინ სწორედ აქ, საქართველოში დაიწყო. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მოიფიქრეს, რომ შეუძლიათ საუკეთესო წვენი დაწურონ საუკეთესო ყურძნიდან, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში შეინახებოდა. წუთით დაფიქრდით, ჩვენ ამას, როგორც ნორმას, ისე ვიღებთ, არადა ყველაფერი სწორედ საქართველოში დაიწყო. მათ ეს განავითარეს და შემდეგ მთელმა მსოფლიომ დაიწყო მისი წარმოება“, — აღნიშნა რიფაიმ.

რიფაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენციის გამართვის ადგილი უმიზეზოდ არ შერჩეულა.

რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
კახეთში რთველი დაიწყო: გადამუშავებულია 5 ათასზე მეტი ტონა ყურძენი

საქართველო — ესაა ქვეყანა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს, განაცხადა ორგანიზაციის გენმდივანმა.

ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია თბილისში ოთხშაბათს გაიხსნა და მასში 150 ორგანიზაციაზე მეტი იღებს მონაწილეობას. ღონისძიება თბილისსა და კახეთში  გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებას საქართველოს 42 ქვეყნიდან 250-ზე მეტი დელეგატი ეწვია.

საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0