ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობისათვის მამაკაცს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Andrei Starostinკანონი და მრთლმსაჯულება
კანონი და მრთლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარტის ბოლოს მამაკაცმა, რომელიც ყოფილ მეუღლეს სახლში მიადგა, მას ნაჯახით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და კინაღამ მოკლა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სოფელ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ვაჟა ხოზრევანიძე დამნაშავედ სცნო ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობაში, ნათქვამია პროკურატურის შეტყობინებაში. საუბარია მიმდინარე წლის მარტში ჩადენილ დანაშაულზე. 

2016 წლის 31 მარტს,  დაახლოებით 08:00 საათზე, ქ. ბათუმში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვაჟა ხოზრევანიძეს ყოფილ მეუღლეთან მ.ფ-სთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც ვაჟა ხოზრევანიძემ მოკვლის მიზნით, ნაჯახით ყოფილ მეუღლეს თავის, ზურგისა და ხელის არეში  სიცოცხლისთვის სახიფათო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ვაჟა ხოზრევანიძემ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ფაქტის შემსწრე პირებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს. 

ნაჯახი - Sputnik საქართველო
მკვლელობა ნაჯახით 11-წლიანი პატიმრობით დაისაჯა

სამართალდამცველებმა ვაჟა ხოზრევანიძე იმავე დღეს შემთხვევის ადგილზე დააკავეს. 

ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით წარუდგინა.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ვაჟა ხოზრევანიძე სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.


ყველა ახალი ამბავი
0