თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ ყალბი საკრედიტო ბარათების დამზადება-გამოყენება, დაკავებულები არიან, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამასხურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ გოგიტა უბილავა და ნუკრი პერტახია სისტემატურად ამზადებდნენ ყალბა საკრედიტო ბარათებს და სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მათზე ჰაკერული გზით გადმოჰქონდათ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი პლასტიკური ბარათების მონაცემები.
ყალბა ბარათებს დაკავებულები იყენებდნენ თბილისში არსებულ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სხვადასხვა ნივთების შესაძენად. შეძენილი პროდუქციის რეალიზაციის გზით კი იღებდნენ ფინანსურ სარგებელს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 — ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
დაკავებულთა ადვოკატები ჯერჯერობით მასმედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.