თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სიმღერის კონკურსი „ევროვიზია 2017“, უკრაინის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კიევში გაიმართება.
უკრაინამ „ევროვიზია 2017“-ის გამართვის ნებართვა „ევროვიზია 2016“-ზე უკრაინელი მომღერლის, ჯამალას გამარჯვების შემდეგ მიიღო. საორგანიზაციო კომიტეტმა უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის ხელმძღვანელობით, კონკურსის გამართვის ნებართვასთან დაკავშირებით, უკრაინის ქალაქებს შორის გამჭვირვალე კონკურსის ჩატარება გადაწყვიტა.
„ევროვიზია 2017“ კიევში გაიმართება“, — განაცხადა უკრაინის ეროვნული ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ალასანიამ პრესკონფერენციაზე.
მისი სიტყვებით, კონკურსის მოედანი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი იქნება. კიევს საორგანიზაციო კომიტეტის 19 წევრმა, ოდესას კი 2,1 ადამიანმა მისცა ხმა.
ნიშუკს კონკურსის გამართვის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, უბრალოდ, განაცხადა, რომ კონკურსი, სავარაუდოდ, მაისის თვეში გაიმართება.