„ევროვიზია 2016“-ის კონკურსი უკრაინელმა ჯამალამ მოიგო

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკში„ევროვიზია 2016“-ის კონკურსი უკრაინელმა ჯამალამ მოიგო
„ევროვიზია 2016“-ის კონკურსი უკრაინელმა ჯამალამ მოიგო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე უკრაინამ „ევროვიზიის“ პირველობა 2004 წელს აიღო, მაშინ ევროპა რუსლანამ დაიპყრო სიმღერით Wild Dances.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. „ევროვიზია 2016“-ის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში, რომლის ფინალი სტოკჰოლმში „გლობენის“ საკონცერტო კომპლექსში გაიმართა, პირველი ადგილი უკრაინელმა ჯამალამ დაიკავა. 

„ევროვიზიის“ ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის, მალტის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ავსტრიის, კვიპროსის,  ჩეხეთის, ნიდერლანდების, ხორვატიის, უნგრეთის, ლატვიის, საქართველოს, ბულგარეთის, ავსტრალიის, უკრაინის, სერბეთის, პოლონეთის, ისრაელის, ლიტვის, ბელგიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის წარმომადგენლები. რუსეთის წარმომადგენელმა. რომელიც მე-18 ნომრით გამოდიოდა  სიმღერით  „You are the only one“, მესამე ადგილი დაიკავა. 

„ევროვიზია 2016“- ზე საქართველოს წარმომადგენელმა ნიკა კოჩაროვმა და Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold, მხოლოდ მე-20 ადგილის დაკავება შეძლო. 

მიმდინარე წელს, ხმის მიცემის წესი არსებითად შეიცვალა. ახალი წესების თანახმად, რომელიც ყველზე არსებითი აღმოჩნდა კონკურსის არსებობის 40 წლის მანძილზე, პროფესიული ჟიური და ტელემაურებელი,  ცალ-ცალკე აფასებდა კონკურსანტებს და საბოლოოდ მათი შეფასებები ჯამდებოდა. 

„ევროვიზიის“ წესების თანახმად,  შემდეგი კონკურსი უკრაინის ტერიტორიაზე გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0