შსს-მ ავტოგასამართი სახელოსნოს თანამშრომლის მკვლელობის მოწმე სამი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიბორკილები
ბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს, აღნიშნული პირები ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდნენ.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, იუწყება შსს-ის პრეს-სამსახური.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ვაკეში მამაკაცი ჩაცხრილეს

ესენი არიან: 1995 წელს დაბადებული ო.გ. — დაკავებულია ზესტაფონში, 1991 წელს დაბადებული თ.შ. — დაკავებულია თეთრწყაროში, და 1996 წელს დაბადებული ს.მ. — დაკავებულია თბილისში.

საუბარია მკვლელობაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა და რა დროსაც ავტოგასამართი სახელოსნოს თანამშრომელი გარდაიცვალა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული ზესტაფონში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ვაკეში მომხდარი მკვლელობის დროს აღნიშნული პირები, მკვლელობაში ბრალდებულ ბ.ნ.-სთან ერთად, თ.შ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

ყველა ახალი ამბავი
0