თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში მკვლელობა მოხდა: უცნობმა პირმა ავტომობილში მჯდომი მამაკაცი ჩაცხრილა, ხოლო მძღოლის გვერდით მსხდომი მგზავრი დაჭრა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაში, გარდაცვლილის ავტომობილი შუქნიშანზე გაცერდა, რა დროსაც მანქანას უცნობი ადამიანი მიუახლოვდა და ცეცხლი გახსნა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
თვითმხილველების განცხადებით, დამნაშავეს სახე მაისურით ჰქონდა დაფარული. გასროლის შემდეგ ის ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიქცა. თავდასხმის მოტივი უცნობია. ბოლო ინფორმაციით, სამარტალდამცველებმა თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.
ამასთან, ქართული მედია იუწყება, რომ გარდაცვლილი — თბილისში მცხოვრები სოსო ჯოხაძეა, რომლის სახელიც არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. შსს-ში ოფიციალუი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.