აღმოსავლეთ საქართველოში ორი დღე სეტყვასაშიშ ღრუბელს რაკეტებს უშენდნენ

© FB / STC DeltaСД-26
СД-26 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დახმარებით სეტყვა წვიმად აქციეს და ამით მოსავალი გადაარჩინეს.

თბილისი, 8 სექტემბერი– Sputnik. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ თანამშრომლებმა 6-7 სექტემბერს კახეთის რეგიონში რამდენიმე სეტყვასშიში ღრუბლის მასა გაანეიტრალეს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

6 სექტემბერს ახმეტის რაიონში განვითარდა სეტყვასშიში ღრუბლის მასა. მოგვიანებით ეს ღრუბელი ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და სიღნაღის რაიონებში გავრცელდა. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო.  მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 30 მმ იყო, რასაც მოსავლისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლო.

„დელტას“ თანამშრომლებმა ღრუბელს რაკეტები ესროლეს, რითაც გაანეიტრალეს სეტყვა.

წყალდიდობა ქალაქში, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
რამდენიმესაათიანმა წვიმამ და სეტყვამ ბორჯომის მუნიცეპალიტეტი დააზარალა

მეორე დღეს, 7 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონში სეტყვასშიში ღრუბელი განვითარდა. სეტყვის მოსვლის ალბათობა ისევ 80 % იყო. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-25 მმ.

სეტყვასაშიში ღრუბელი თელავის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონებშიც წარმოიშვა. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ თანამშრომლებმა ამ ღრუბლების ნეიტრალიზებაც შეძლეს.

სეტყვისსაწიიაღმდეგო სისტემა - Sputnik საქართველო
კახეთში სეტყვის ღრუბლები დაშალეს

ამ ღრუბლების დამუშავების შედეგად ნალექის მასები უწვრილესი სეტყვის და წვიმის სახით  ჩამოიცალა.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს დაიდგა.

აღნიშნულ სისტემას შეუძლია სეტყვის ღრუბლების დაფიქსირება და საწყის ეტაპზე მათი გაკონტროლება. კახეთის რეგიონის ყველა რაიონში საცეცხლე წერტილია განლაგებული. განიხილება სისტემის დადგმის შესაძლებლობა სხვა რეგიონებშიც.


ყველა ახალი ამბავი
0