კახეთში სეტყვის ღრუბლები დაშალეს

© courtesy of STC Deltaსეტყვისსაწიიაღმდეგო სისტემა
სეტყვისსაწიიაღმდეგო სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომელმაც რაკეტების უქონლობის გამო მიმდინარე წლის მაისში ვერ იმუშავა, ამჯერად სეტყვის ღრუბლები წარმატებით დაშალა.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ თანამშრომლებმა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის დახმარებით 9 ივნისს გურჯაანის, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონებში სეტყვის ღრუბლები დაშალეს.

სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვამ კახეთის ვენახები გაანადგურა

„ღრუბელში სეტყვასაშიში პროცესების დაწყების შემდეგ ნალექის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილ იქნა ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები, რის შედეგადაც ნალექის მასა მთლიანად წვიმის სახით ჩამოიცალა", — ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომელიც კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა, მიმდინარე წლის მაისში ვერ იმუშავა. შედეგად, სეტყვამ ამ რეგიონის მოსახლეობის მოსავალი დააზიანა.

მომხდარი ფაქტის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ძოძუაშვილმა, თავის მხრივ, თავდაცვის უწყება დაადანაშაულა. მისი განმარტებით, მათ იმიტომ ვერ შეძლეს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების წარმოება, რომ თავდაცვის სამინისტრომ თანხები დროულად არ გადაურიცხა. აღნიშნული ბრალდება თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო.

ყველა ახალი ამბავი
0