სეტყვამ კახეთის ვენახები გაანადგურა

© Flickr/ DMსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალური კომისია სტიქიით რამდენიმე სოფლისთვის მიყენებულ ზარალს დაითვლის.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა ყვარლის რაიონის სამ სოფელს, განადგურებულია 200 ჰექტარი ვენახი, იუწყება „რუსთავი–2“.

დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთებიც.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც  ზარალს დაითვლის.

გასულ თვეში სეტყვამ კახეთისა და შიდა ქართლის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, დაზარალდა სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონებიც.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მანამდე არაერთხელ მოუწოდა გლეხებს, დაეზღვიათ მოსავალი და რისკები თავიდან აეცილებინათ.

ყველა ახალი ამბავი
0