"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია

© facebook.com/KvirikashviliOfficialქუმსიშვილი, კვირიკაშვილი, კალაძე
ქუმსიშვილი, კვირიკაშვილი, კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკოში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატების სიის წარდგენის ვადა ხუთშაბათს იწურება.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ათეულის ვინაობა გაასაჯაროვა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. კანონმდებლობის თანახმად, 8 სექტემბერი — ცესკოში პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენის ბოლო ვადაა.

„ქართული ოცნების“ პარტიულ სიას სათავეში პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი უდგას. მეორე ნომერი ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს ერგო, რომელიც საარჩევნო შტაბის თავმჯდომარეა. პირველ სამეულს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ასრულებს.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ სიაში იხილავთ თამარ ჩუგოშვილს, გიორგი გახარიას, აკაკი ზოიძეს, თამუნა ხულორდავას, რომან კაკულიას, სოფო ქაცარავას და ირინა ფრუიძეს.

ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: ქართულ ოცნებას მხარს უჭერს 32%, ნაცმოძრაობას - 16%

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის 24 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი დაარეგისტრირა.

საქართველოში ე.წ. არჩევნების შერეული სისტემა მოქმედებს. 77 დეპუტატი პარტიული სიით (პროპორციული სისტემა), ხოლო 73 — ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან (მაჟორიტარული სისტემით) აირჩევა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რომელმაც ქვეყნის მმართველობის სადაევები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გადაიბარა.

ერთი წლის შემდეგ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა. სწორედ ამის შემდეგ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მაშინ განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა შესრულებულია. ოპოზიცია სისტემატურად აცხადებს, რომ ივანიშვილი, მიუხედავად პოლიტიკიდან წასვლისა, ქვეყნის მართვას, უკვე კულისებიდან,  კვლავ განაგრძობს.

ყველა ახალი ამბავი
0