თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრისას, სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების განადგურებისათვის ურთიერთქმედებების საკითხები განიხილეს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
ლავროვისა და კერის სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
„რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების მიერ, ხანჩჟოუში 5 სექტემბერს მიღწეული პრინციპული ურთიერთგაგების საფუძველზე, შემოთავაზებული იყო რუსეთ აშშ-ს ურთიერთქმედების შესაძლებლობა სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების განადგურების, ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის და სირიაში კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების მიზნით“, — ნათქვამია ინფორმაციაში.