ერდოღანი: თურქეთი აშშ-სთან ერთად კომფორტულად მუშაობს სირიაში

© REUTERS / HUSEYIN ALDEMIRრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის არმიამ, სირიის ოპოზიციასთან ერთად, 24 აგვისტოს ოპერაცია „ევფრატის ფარი“ დაიწყო და ქალაქი ჯარაბლუსი აიღო.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ანკარა განაგრძობს ვაშინგტონთან თანამშრომლობას სირიის ჩრდილოეთით ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" გაზეთ Hurriyet-ზე დაყრდნობით. 

პუტინი და ობამა - Sputnik საქართველო
ჩინეთში ობამამ და პუტინმა სირიისა და უკრაინის საკითხები განიხილეს

„ჩვენ ძალიან კომფორტულად ვმუშაობთ აშშ-სთან ერთად [ალეპოს პროვინცია] არ-რაიში. ჩვენ ვთანამშრომლობდით და კვლავაც განვაგრძობთ თანამშრომლობას ჯარაბლუსში“, — განუცხადა ჟურნალისტებს ერდოღანმა თვითმფრინავში, როდესაც G20-ის სამიტიდან ბრუნდებოდა. 

თურქეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ სირია-თურქეთის საზღვრის მონაკვეთის „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისგან გაწმენდის ერთობლივი ოპერაციის გეგმა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში განიხილებოდა ანტალიაში თურქეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრისას, თუმცა გეგმის განხორციელება გადაიდო. 

შეგახსენებთ:  თურქეთის არმიამ, სირიის ოპოზიციასთან ერთად, 24 აგვისტოს ოპერაცია „ევფრატის ფარი“ დაიწყო და ქალაქი ჯარაბლუსი აიღო. 

 

ყველა ახალი ამბავი
0