თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. „დიდი ოცეულის“ (G-20) სამიტზე ვლადიმირ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრა კარგად ჩატარდა, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა სირიისა და უკრაინის საკითხები განიხილეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. განიხილეს სირიისა და უკრაინის საკითხები. ამის შემდეგ ობამამ და პუტინმა პირისპირ გააგრძელეს საუბარი“, — განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„კარგი“, — ასე შეაფასა პესკოვმა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან.
„მუშაობა კვლავ გაგრძელდება“, — შეაჯამა პესკოვმა.
შეხვედრას რუსული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, ხოლო აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ესწრებოდნენ.