თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. „დიდი ოცეულის“ სამიტი (G-20), რომლის თემაცაა „ინოვაციური, ჯანსაღი, ურთიერთდაკავშირებული და ინკლუზიური მსოფლიო ეკონომიკა“ ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთში.
ჩინეთმა უმთავრეს პრიორიტეტებად მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისთვის ახალი გზების მოძიება, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირების სტიმულირება და სხვ. დაასახელა.
„დიდი ოცეული (G-20) — საერთაშორისო ფორუმის ფორმატი, როდესაც ერთმანეთს ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები ხვდებიან. 2009 წელს უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, დიდი ოცეული მსოფლიო ეკონომიკის მთავარი სტრატეგიული ეკონომიკური ფორუმია. დიდი ოცეული, აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს.