თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწევს.
ხუთშაბათს მმართველმა პარტიამ თავისი საარჩევნო სიის პირველი ათეული წარმოადგინა, რომელშიც კალაძე, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მეორე ნომრადაა შეყვანილი გიორგი კვირიკაშვილის შემდეგ.
კანონის თანახმად, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს წევრები და მინისტრები, გარდა პრემიერ-მინისტრისა, ცესკოში პარტიული სიის წარდგენიდან მეორე დღეს ვალდებულები არიან, თანამდებობებიდან გადადგნენ.
შეგახსენებთ: საქართველოში საპარლამენტო აკალაევნები 8 ოქტომბერსაა დანიშნული.