ივანიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა

© photo: Georgi Margvelashvili / FBგიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი
გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2013 წელს მმართველმა კოალიციამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წარადგინა პრეზიდენტის პოსტზე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მის მიერ დაშვებული ყველაზე დიდი შეცდომა — გიორგი მარგველაშვილის წარდგენაა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. 

მარგველაშვილს ივანიშვილის მთავრობაში თავდაპირველად განათლების მინისტრის პოსტი ეჭირა, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრემიერ-მინისტრმა მმართველი კოალიციის მხრიდან მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა და აქტიურდ ლობირებდა მის კანდიდატურას სარჩევნო პერიოდში. 

”მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს, ეს პრობლემავერ გავითვალისწინ»,  - განაცხადა ივანიშვილმა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ზუგდიდში. 

მარგველაშვილი არაერთხელ გამხდარა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი იმის გამო, რომ არ გადავიდა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ააშენა, თუმცა არჩევამდე ამბობდა, რომ ეს შენობა ძალიან დიდი ფუფუნებაა. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა აღიარა, რომ კონსულტაციებს უწევდა სააკაშვილს

გარდა ამისა მარგველაშვილმა რამდენჯერმე დაადო ვეტო მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს. 

„მან ერთხელ თქვა, რომ ივანიშვილთან ვარ დაპირისპირებაში და იმიტომ შევედი ამ სასახლეშიო, საკუთარ თავთან არის დაპირისპირებაში. როცა მოვიდა იყო სხვა ტიპის მარგველაშვილი, დიამეტრალურად საპირისპირო გახდა“, – აცხადებს ივანიშვილი.


ყველა ახალი ამბავი
0