თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ კონსულტაციებს უწევდა და ეხმარებოდა საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
„ორწელიწადნახევრის განმავლობაში ვაფინანსებდი მაშინდელ მთავრობას ოღონდ ისე, რომ ვმალავდით და კარგად ვფუთავდით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ, მაგას ვერც გაბედავდა, რომ პირადი რამ ეთხოვა“, — თქვა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ოზურგეთში.
ივანიშვილის თქმით, მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილთან მისი პრეზიდენტობის პერიოდში და უფრო ხშირად უწევდა მას კონსულტაციებს ვიდრე მოქმედ ხელისუფლებას. მაგრამ მაშინ, ივანიშვილის თქმით არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ ყოფილა.
ივანიშვილმა დასძინა, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლებში მოსვლაზე მიიღო არა პირადი ინტერესების, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების ქვეყნის მოსახლეობისადმი დამოკიდებულების გამო.
„პირადული რომ მდომებოდა, შეიძლებოდა ყველაზე კომფორტულად მათი ხელისუფლების პირობებში მეცხოვრა“, — განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.