ჩე გევარამ რუს კომუნისტ კანდიდატს არჩევნებში ხელი შეუშალა

CC BY 2.0 / korku filmleri / Ernesto Che Guevaraჩე გევარას ცნობილი პორტრეტი
ჩე გევარას ცნობილი პორტრეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაირკვა, რომ კორნევს საარჩევნო ფლაერებზე, საბჭოთა კავშირის გერბისა და სოციალური ქსელების ლოგოტიპების გარდა, ერნესტო ჩე გევარას პორტრეტიც დაეტანა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სამარის საოლქო სასამართლომ უარი თქვა რეგისტრაციაში გაეტარებინა რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი კორნევი კუბელი პოლიტიკოსის, ჩე გევარას პორტრეტის გამოყენების გამო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სამარის სასამართლოზე დაყრდნობით.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს სარჩელით „სპრავედლივაია რასიას“ ერთ-ერთმა კანდიდატმა მიმართა, რომელიც კორნევს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებდა და მისი რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვდა.

იოსებ სტალინი - Sputnik საქართველო
დეპუტატები რუსეთის კომუნისტური პარტიიდან სტალინის ცენტრის გახსნას მოითხოვენ

გაირკვა, რომ კორნევს საარჩევნო ფლაერებზე, საბჭოთა კავშირის გერბისა და სოციალური ქსელების ლოგოტიპების გარდა, ერნესტო ჩე გევარას პორტრეტიც დაეტანა; პორტრეტისა, რომლის ავტორიც 2001 წლის 25 მაისს გარდაიცვალა, ხოლო საავტორო უფლება ქალიშვილს გადასცა.

შესაბამისად, ჩე გევარას ამ საქვეყნოდ განთქმული პორტრეტის სააგიტაციოდ ან სარეკლამოდ გამოყენება ნებადართულია მხოლოდ კუბის მთავრობის თანხმობით და დაცულია სავაჭრო ნიშნით. კორნევს კი კუბიდან არანაირი თანხმობა არ მიუღია.

ყველა ახალი ამბავი
0