დეპუტატები რუსეთის კომუნისტური პარტიიდან სტალინის ცენტრის გახსნას მოითხოვენ

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიიოსებ სტალინი
იოსებ სტალინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატები რუსეთის კომუნისტური პარტიიდან მიიჩნევენ, რომ სტალინის ცენტრი არანაკლები დაფინანსების ღირსია, ვიდრე ელცინისა – ეკატერინბურგში. მათი აზრით, ასეთი ცენტრი შეიძლება, რუსეთის ისტორიაში რთული, მაგრამ გმირული ეპოქის ანარეკლი გახდეს.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო დუმის დეპუტატები რუსეთის კომუნისტური პარტიიდან – ვალერი რაშკინი და სერგეი ობუხოვი, ქვეყნის მთავრობას რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის ცენტრის გახსნის კვალდაკვალ, იოსებ სტალინის ცენტრის გახსნას სთავაზობენ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

ბორის ელცინის ცენტრი 25 ნოემბერს ეკატერინბურგში გაიხსნა. კომუნისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთში სტალინის ცენტრის გახსნა არანაკლებ დაფინანსბეას იმსახურებს. მათი აზრით, ამას მილიონობით მოქალაქე მოიწონებს. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - Sputnik საქართველო
საქართველოში სტალინის ძეგლი უკანონოდ დადგეს

„ეროვნული შერიგების იდეის თანამიმდევრული რეალიზაციის მიზნით, გთხოვთ, განიხილოთ ი. სტალინის ცენტრის გახსნის საკითხი, როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე, მაგრამ მაინც გმირული ეპოქის ანარეკლისა, რომლის კულმინაციაც სსრკ–ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალისიმუს იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით საბჭოთა რუსეთის გამარჯვება გახდა დიდ სამამულო ომში“, – აღნიშნულია დეპუტატების განცხადებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0