საქართველოში სტალინის ძეგლი უკანონოდ დადგეს

© facebook.com/ზესტაფონის-მუნიციპალიტეტის-გამგეობაზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზესტაფონის რაიონის საკრებულოს დეპუტატმა კობა გოჩალეიშვილმა კვირას, 1 ნოემბერს 1941-45 წლებში დაღუპულთა მემორიალის სკვერში თვითნებურად დადგა იოსებ სტალინის ძეგლი.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. შორაპანში სტალინის ძეგლი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ფარულად დაიდგა, — ნათქვამია რაიონული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ზესტაფონის რაიონის საკრებულოს დეპუტატმა კობა გოჩალეიშვილმა  კვირას, 1 ნოემბერს 1941-45 წლებში დაღუპულთა მემორიალის სკვერში თვითნებურად დადგა იოსებ სტალინის ძეგლი. 

„ადგილობრივი თვითმმართველობა ემიჯნება შორაპანში სტალინის ძეგლის დადგმას. მუნიციპალიტეტს არ გაუცია არანაირი ნებართვა ძეგლის განთავსების შესახებ. მისი დადგმა განხორციელდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ფარულად“, — ნათქვამია განცხადებაში. 

შორაპნელებმა ძეგლს, პროტესტის ნიშნად, ღამით საღებავი გადაასხეს. 

აქცია გორში - Sputnik საქართველო
თოფაძის განცხადებით, მალე ყველა კაბინეტში სტალინის სურათებს ჩამოკიდებენ

ბოლო ორი წლის განმავლობაში სტალინის ბიუსტი სამჯერ დადგეს თელავის რაიონის სოფელ აკურაში, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის სამჯერვე აიღო ქმედების უკანონობის გამო. 

სტალინის ძეგლის აღდგენის მცდელობა ჰქონდათ ქალაქ გორშიც, თუმცა ამ ინიციატივას საკრებულოს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას აიღეს.

 


ყველა ახალი ამბავი
0