თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა პირობა დადო, რომ ჩეჩნეთში არჩევნებზე გაყალბების ნებისმიერ მცდელობას სასტიკად აღკვეთს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".
რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, 18 სექტემბერს საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეს და ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს მისცეს.
„არჩევნები ყოველგვარი დარღვევის გარეშე უნდა ჩატარდეს. ნებისმიერი გაყალბება და ბიულეტენებით მანიპულაცია სასტიკად იქნება აღკვეთილი“, — განაცხადა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერი დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკის მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე მივა და „მთელ მსოფლიოს დაანახებს ერთიანობას“.
კადიროვი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, შეასრულოს მოქალაქეობრივი მოვალეობა და ხმა მისცეს იმას, ვისაც ყველაზე ღირსეულად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნები წელს ჩეჩენი ქალის დღეს დაემთხვა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება სექტემბრის მესამე კვირას.
შეგახსენებთ: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18 სექტემბერსაა დანიშნული.