რამზან კადიროვი აგიტაციაზე ფულს არ დახარჯავს

© photo: Sputnik / საიდ ცარნაევი / გადასვლა მედიაბანკშირამზან კადიროვი
რამზან კადიროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისმაილ ბაიხანოვის განმარტებით, კანდიდატ კადიროვის წინასაარჩევნო პროგრამაში არ შესულა დაპირებები და ახალი პუნქტები, მასში არ არის არც რაიმე განსაკუთრებული და არც ფანტასტიკური პროექტები.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი არ აპირებს აგიტაციაზე დახარჯოს საარჩევნო ფონდის სახსრები, მისთვის მთავარია არა ელექტორატის თავის სასარგებლოდ აგიტაცია, არამედ ამომრჩევლის ინფორმირება და არჩევნებზე მაღალი დონის გამოცხადება, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს რამზან კადიროვის შტაბის უფროსმა ისმაილ ბაიხანოვმა.

ევგენი შევჩუკი - Sputnik საქართველო
დნესტრისპირეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

მისი თქმით, ამ დროისათვის კადიროვის ანგარიშზე მილიონი რუბლია ჩარიცხული და რესპუბლიკის ხელმძღვანელი არ აპირებს ამ ფულის ბანერებსა და პლაკატებზე დახარჯვას, ვინაიდან ეს არარაციონალურად მიაჩნია ფინანსური კრიზისის პირობებში.

„როგორც თავად რამზან კადიროვი ამბობს, წინასაარჩევნო აგიტაციისას ყველაზე მეტად ის უჭირს, რომ ადამიანებს მის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდოს, მისთვის მთავარია არჩევნებზე მაღალი გამოცხადება უზრუნველყოს, არჩევანს კი ხალხი თავად გააკეთებს“, — განაცხადა ბაიხანოვმა.

ისმაილ ბაიხანოვის განმარტებით, კანდიდატ კადიროვის წინასაარჩევნო პროგრამაში არ შესულა დაპირებები და ახალი პუნქტები, მასში არ არის არც რაიმე განსაკუთრებული და არც ფანტასტიკური პროექტები.

ყველა ახალი ამბავი
0