დნესტრისპირეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

© photo: Sputnik / სერგეი კუზნეცოვი / გადასვლა მედიაბანკშიევგენი შევჩუკი
ევგენი შევჩუკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დნესტრისპირეთი, რომლის მოსახლეობის 60%-ს რუსები და უკრაინელები შეადგენენ, მოლდოვას შემადგენლობიდან გასვლას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცდილობდა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მოლდოვის არაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ევგენი შევჩუკმა იქ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ჟერარ დეპარდიე სარანსკში - Sputnik საქართველო
დეპარდიე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

18 სექტემბერს, არჩევნების დღეს რეგიონში 22 საარჩევნო უბნის გახსნა იგეგმება.

„მოვუწოდებ დნესტრისპირეთში მცხოვრებ რუსეთის ყველა მოქალაქეს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ხმა მისცეს იმ კანდიდატებს, რომლებიც მართლაც „საქმით მუშაობენ და არა ენით“, —  განაცხადა შევჩუკმა პრესკონფერენციაზე.

დნესტრისპირეთი, რომლის მოსახლეობის 60%-ს რუსები და უკრაინელები შეადგენენ, მოლდოვას შემადგენლობიდან გასვლას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცდილობდა. არაღიარებული რესპუბლიკა კიშინიოვს 1992 წლიდან, ფაქტობრივად, აღარ ემორჩილება.

ყველა ახალი ამბავი
0