თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ჟერარ დეპარდიემ სარანსკში, განახლებული კინოთატრ „როსიასა“ და თავისი სახელობის კულტურის ცენტრის გახსნაზე განაცხადა, რომ ის 18 სექტემბერს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, აღიშნულია მორდვეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ოფიციალურ პორტალზე განთავსებულ განცხადებაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новостию.
„27 აგვისტოს, რუსული კინოს დღეს, ჟერარ დეპარდიემ სარანსკში გახსნა განახლებული კინოთეატრი „როსია“ და თავისი სახელობის კულტურის ცენტრი. დეპარდიე თავის ახალ თანამემამულეებს რუსულ ენაზე მიესალმა. სამწუხაროდ, მსახიობმა რუსულად მხოლოდ მისალმება იცის. მაგრამ ფრანგულად წარმოთქმული სიტყვა სავსე იყო მადლობის სიტყვებით. მან განაცხადა, რომ ამაყია იმით, რომ ცხოვრობს სარანსკში და პირობა დადო, რომ 18 სექტემბერს, ქალაქის მოსახლეობასთან ერთად, არჩევნებზე წავა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დეპარდიემ რუსული პასპორტი 2013 წელს მიიღო, თუმცა, საფრანგეთის მოქალაქეობა შეინარჩუნა.
რუსეთში 18 სექტემბერს მეშვდე მოწვევის სათათბიროს არჩევნები გაიმართება.