თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მოთამაშე ვიქტორ სანიკიძემ ბერძნულ კლუბ „არისსთან“ კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
30 წლის თავდამსხმელსა და „არისს“ შორის შეთანხმება ერთ წელზეა გათვლილი. კონტრაქტის ფინანსური მხარე არ საჯაროვდება.
სანიკიძემ გასული სეზონი თურქეთის კლუბ „ტედ კოლეჟლილერში“ გაატარა, სადაც საშუალოდ 12.2 ქულა დააგროვა, 7.9 მოხსნა და 2.8. შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სეზონის შეჯამების მიხედვით, ანკარის გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატზე მე-14 ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება „არისს“, კლუბი ბერძნული კალათბურთის ლიდერი 80-იან წლებში იყო. 1985-1991 წლებში ნაკრები ზედიზედ შვიდჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ამის შემდეგ გუნდმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა საბერძნეთის ძლიერი გუნდის ტიტულის მოპოვება. გასული წლის ჩემპიონატის შედეგებით, კლუბმა „პანათინაიკოსისა“ და „ოლიმპიაკოსის“ შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
ამ მომენტისთვის სანიკიძე თბილისში იმყოფება, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევი მატჩისთვის ემზადება. თამაში თბილისის სპორტის სასახლეში ოთხშაბათს, 19:00 საათზე გაიმართება.