პრეზიდენტი: საქართველო ევროკავშირისგან ქებას იმსახურებს

© facebook.com/Margvelashviliპრეზიდენტი ზუგდიდში
პრეზიდენტი ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირს საქართველოს მოქალაქეებისათვის 2016 წლის ზაფხულში უვიზო რეჟიმი უნდა შემოეღო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა მოთხოვნა შეასრულა, პროცესი გაჭიანურდა.

თბილისი, 6 სექტემბერი— Sputnik. საქართველო ევროლავშირისგან ქების სახედ სავიზო რეჟიმის გაუქმებას იმსახურებს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე.

საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უკვე 2016 წლის ზაფხულში უვიზო რეჟიმს შემოიღებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადადეს. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა გერმანია, საფრანგეძთი და იტალია. მოგვიანებით ამ ქვეყნებმა განაცხადეს საქართველოსთან ვიზების გაუქმების მხარდაჭერის შესახებ.

„პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ. ვაჩვენებთ, რომ ვიზიარებთ ევროპის ფასეულობებს. ევროკავშირის შიგნით არის გამოწვევები, მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრო - Sputnik საქართველო
თბილისი მიესალმება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ვიზების თაობაზე

ამ დროს სახელმწიფოს მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში ევროპაში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ.

კონფერენცია სახელწოდებით  “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“  ტარდება თბილისში 6-7 სექტემბერს. ღონისძიება  მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.

ევროპარლამენტის კომიტეტმა სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგანი საქმეების საკითხებში(LIBE) ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა  საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მომხსენებლის მარია გაბრიელას ანგარიში.

ემილი ჰამბერი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გერმანია საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას მხარს უჭერს

ამ ეტაპზე მოსალოდნელია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტის მომზადება. ტექსტი უნდა შეათანხმონ ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ დოკუმენტს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოზე დაამტკიცონ.

თუ კი ევროპარლამენტარები დაამტკიცებენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან 90 დღეს შეძლებენ ყოფნას.

ყველა ახალი ამბავი
0