ბოსტონის საბალეტო დასს ორი ქართველი შეუერთდება

© FB/ Нино Матиашвилиნინო მათიაშვილი და მამუკა კიკალიშვილი
ნინო მათიაშვილი და მამუკა კიკალიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოცეკვავეები იმ ოც იღბლიანს შორის აღმოჩნდნენ, რომლებიც ბოსტონის ბალეტმა 2016-2017 წლების სეზონისთვის შეარჩია.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძლიერ საბალეტო კოლექტივს — ბოსტონის ბალეტს კიდევ ორი ქართველი მსახიობი შეავსებს.

ამერიკულ დასს ნინო მათიაშვილი და მამუკა კიკალიშვილი აჰყავს. ამის თაობაზე თავად ბოსტონის ბალეტი ავრცელებს „ტვიტერის“ ოფიციალურ მიკრობლოგში.

ქართველი მოცეკვავეები იმ ოც იღბლიანს შორის აღმოჩნდნენ, რომლებიც ბოსტონის ბალეტმა 2016-2017 წლების სეზონისთვის შეარჩია საფრანგეთიდან, დანიიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ავსტრალიიდან იაპონიიდან და აშშ-დან.

„ჩემი მიზანია ავიყვანო ნიჭიერი, მოტივირებული მოცეკვავეები, რათა გამუდმებით განვავითარო ისინი როგორც არტისტები, გავაფართოვო მათი ჰორიზონტები და ავათვისებინო სამი განსხვავებული სტილი — კლასიკური, ნეოკლასიკური და თანამედროვე“, — აცხადებს თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი მიკო ნისინენი.

პიაცას მოედანი ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში ქართული და იტალიური ბალეტის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

აღსანიშნავია, რომ ნინო მათიაშვილისა და მამუკა კიკალიშვილის გარდა ბოსტონის ბალეტში 2010 წლიდან ცეკვავენ ლაშა ხოზაშვილი და  ეკატერინე ჩუბინიძე — დასის სოლისტები.

ნინო მათიაშვილმა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა და 2007 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტია.

მამუკა კიკალიშვილი ასევე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის კურსდამთავრებულია. სახელმწიფო ბალეტში ის 2013 წლამდე ცეკვავდა, მერე უნგრეთის სახელმწიფო ოპერის თეატრის სცენაზე გამოდიოდა, 2014 წლიდან კი ჰონკონგის ბალეტის დასის წევრი გახლავთ. 

ბოსტონის  ბალეტი უკვე 53 წელია არსებობს. დასში 18 ეროვნების 71 მსახიობია. კლასიკური, ნეოკლასიკური და თანამედროვე დადგმების პარალელურად, ბოსტონის თეატრი კლასიკური ცეკვის მსოფლიო ტრადიციებსაც ინარჩუნებს.

ყველა ახალი ამბავი
0