თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. „სამეფო ნაციონალური ბალეტი“ და „მილანის სახელმწიფო ბალეტი“ მხოლოდ ერთი დღე მსოფლიო პრემიერის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმის კორტებზე, ახალი საცეკვაო დადგმების გალაკონცერტს გამართავს.
„სამეფო ნაციონალური ბალეტი“ ორი ახალი წარმოდგენას გამართავს სახელწოდებით „ქართული ცეცხლი“ და „მსოფლიოს გარშემო“ სადაც გაერთიანებულია ქართული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საცეკვაო მინიატურები.
მილანის ბალეტის პროგრამაში კი შესულია ისეთი დადგმები, როგორიცაა „ანა კარენინა“, „რომეო და ჯულიეტა“.
მილანელი მოცეკვავეები ქართულ პუბლიკას ასევე წარმოუდგენენ პროექტს „ცხოვრება ვარდისფერ სამყაროში“ — ეს არის საცეკვაო სპექტაკლი ფრანგულ მუსიკასა და სიმღერებზე რომელიც ეძღვნება ედიტ პიაფს, ივ მონტანს, ჟაკ ბრელიეს და შარლ აზნავურს. როგორც კონცერტს ორგანიზატორები აღნიშნავენ, საბალეტო დასების შოუსათვის ექსკლუზიური კოსტიუმები Versace და Giorgio Armani-ს სამოდელო სახლებში შეიქმნა.
გალა კონცერტი 19:30 საათზეა დაგეგმილი. საღამო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში შედგება.