საქართველოში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება

© Р. Шаишмелашвилиსუხიშვილები
სუხიშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (Black Sea International Folk Festival)_ პირველად გაიმართება საქართველოში 2016 წლის 1-დან 3 სექტემბრამდე.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (Black Sea International Folk Festival) პირველად ჩატარდება საქართველოში. 

ფესტივალში 4 ქვეყნის — იტალიის, თურქეთის, შვეიცარიის  და საქართველოს 24 ანსამბლი და 400 შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. 

იტალიის ფოლკლორ ფესტივალზე წარმოადგენს ვოკალური კოლექტივი Su Cuncordu ‘e Sette Dolores კუნძულ სარდინიიდან, შვეიცარიას  - კვარტეტი "Nagelfluh",, ხოლო თურქეთს — კარადენიზის უნივერსიტეტის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. 

One Caucasus საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოში საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus 2016 ჩატარდება

ქართულ ფოლკლორს ფესტივალზე წარადგენენ ისეთი ცნობილი და სახელგანთქმული ჯგუფები, როგორებიც არიან „სუხიშვილები“, „რუსთავი“, ბასიანი“, „დიდგორი“, ასევე კოლექტივები: „ბერმუხა“, „ფესვები“, მარეთი“, „ვახტანგური“, „რიხო“. 

პირველი ორი დღის მანძილზე კოლექტივების გამოსვლა დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთში, ჭადრაკის ბაღში და ეს კონცერტები უფასო იქნება. 

ფინალური გალა კონცერტი 3 სექტემბერს ახალი საკონცერტო დარბაზის  Black Sea Arena-ს სცენაზე შედგება შეკვეთილში. 

შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს

ყველა ახალი ამბავი
0