ბათუმში კასპია-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის საკითხს განიხილავენ

© RIA Novosti . Бесик Пипияბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ახალ მომსახურებასა და მარშრუტებთან.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მესამე საერთაშორისო კონფერენცია "არგუს კასპიის — შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2016" გაიმართება ბათუმში 15-16 სექტემბერს, აცნობეს Sputnik-ს კომპანიაში Argus Media. 

ორ დღიანი კონფერენციის მსვლელობისას სატრანსპორტო საშუალებებისა და კომპანიების ხელმძღვანელი პირები 15 ქვეყნიდან გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და მათ კომპანიებში დანერგილ სიახლეებს. 

„დღეისათვის დარეგისტრირებულია კომპანიები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, უზბეკეთიდან, თურქმენეთიდან, რუსეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან. რეგისტრაცი გრძელდება, ასე რომ ვფიქრობ ღონისძიებაში 15-ზე ნაკლები ქვეყნის წარმომადგენელი არ იქნება“, — განაცხადეს კომპანიაში. 

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საკითხებს, რომელიც დაკავშირებული იქნება რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ახალ მომსახურებასა და მარშრუტებთან, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვებთან კასპიისა და სავი ზღვის რეგიონებს შორის და სხვა. 

წმინდა სამების ეკლესია გერგეთში - Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან საქართველოში ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა

„ტრადიციულად კონფერენცია აერთიანებს სანავთობო და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ტერმინალების, ასევე სხვადასხვა ქვეყნების საწვავის მომხმარებელთა კომპანიების წარმომადგენლებს და მონაწილეებს საშუალებას აძლევს განიხილონ ყველაზე აქტუალური საკითხები და მიიღო უნიკალური ინფორმაცია კასპია-შავი ზღვის რეგიონის ბაზარზე“, — თქვეს კომპანიაში. 

კონფერენციის ორგანიზატორია Argus Media —შეფასების საერთაშორისო სააგენტო, რომელიც იძლევა ინფორმაციას ფასებზე და ენერგომატარებლების და სხვა საქონლის ბაზრის კონიუნქტურაზე 1970 წლიდან. კონფერენციის მხარდამჭერია საქართველოს რკინიგზა და აჭარის მთავრობა. ღონისძიების პარტნიორები არიან მსხვილი სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიები  - Georgia Transit, Petrocas Energy Group, Batumi Sea Port и Batumi Oil Terminal.


ყველა ახალი ამბავი
0