რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ხმა მისცენ მსოფლიოს 145 ქვეყანაში

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისახელმწიფო სათათბიროს სხდომა
სახელმწიფო სათათბიროს სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მეშვიდე მოწვევის არჩევნები 18 სექტემბერსაა დაგეგმილი. საარჩევნო უბნები გახსნილი იქნება როგორც რუსეთის ტერიტორიაზე ისე საზღვარგარეთ.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეები შეძლებენ თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობის მოხდას როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე მის ფარგლებს გარეთ. საზღვარგარეთ გახსნილი იქნება 360 საარჩევნო უბანი მსოფლიოს 145 ქვეყანაში, წერს Sputnik-სომხეთი. ეს საშუალებას მისცემს საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსა და ტურისტებს შეუფერხებლად მისცენ ხმა. 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები - Sputnik საქართველო
რუსეთის წინასაარჩევნო რეიტინგებში „ედინაია როსია“ ლიდერობს

დარეგისტრირებულია პარტიები: „როდინა“, „რუსეთის კომუნისტები“, რუსეთის პენსიონერთა პარტია სამართლიანობისათვის“, „ედინაია როსია“, „მწვანეები“, „სამოქალაქო პლატფორმა“, „ელდეპეერ“, სახალხო თავისუფლების პარტია (პარნასი), „პარტია როსტა“, „სამოქალაქო ძალა“, იაბლოკო“, რუსეთის კომუნისტური პარტია“, რუსეთის პატრიოტები“, „სამართლიანი რუსეთი“ 

სწორედ ამ თანამიმდევრობით, რაც განისაზღვრა კენჭისყრის შედეგად, იქნებიან პარტიები ჩამოთვლილი საარჩევნო ბიულეტენში. 


ყველა ახალი ამბავი
0