რუსეთის წინასაარჩევნო რეიტინგებში „ედინაია როსია“ ლიდერობს

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევითი ორგანიზაციის კითხვა ასე ჟღერდა: „რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს, არჩევნები უახლოესი კვირის განმავლობაში რომ ტარდებოდეს?“

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის არასამთავრობო კვლევითმა ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრმა“ ქვეყნის მოქალაქეები გამოკითხა და დაადგინა, რომ იმათგან, ვინც მზადაა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და იცის, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს, ყოველი მეორე „ედინაია როსიას“ სასარგებლოდ მისცემს ხმას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

კვლევითი ორგანიზაციის კითხვა ასე ჟღერდა: „რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს, არჩევნები უახლოესი კვირის განმავლობაში რომ ტარდებოდეს?“ 

კვლევის თანახმად, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას რუსეთის მოსახლეობის 48% გეგმავს, აქედან 20% — „აუცილებლად“.

საპირისპირო აზრისაა ქვეყნის მოსახლეობის 28%, საიდანაც 16% „დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე არ წავა“, 20% კი ჯერ ვერ გარკვეულა, აპირებს თუ არა ხმის მიცემას.

დანარჩენ პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგის პირველი სამეული ასე გამოიყურება:

•    რუსეთის კომუნისტური პარტია — 15%

•    რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია — 14%

•    „სპრავედლივაია როსია“ — 9%.

„ლევადა-ცენტრმა“ გამოკითხვა 26–29 აგვისტოს ჩაატარა და ქვეყნის 48 რეგიონის 137 დასახლებული პუნქტის 1.6 ათასი მცხოვრები გამოკითხა.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18 სექტემბერსაა დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0