როგორი ქულები მიიღო საქართველომ "ახალი ტალღა 2016"-ის პირველ ტურში

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიალისა დანელია
ალისა დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის პირველ დღეს „ახალი ტალღა 2016“-ის მონაწილეები მსმენელის წინაშე პროგრამით „სიმღერები საყვარელი კინოფილმებიდან“ წარდგნენ.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. რუსული საერთაშორისო სიმღერის კონკურს „ახალი ტალღა 2016“-ის პირველ საკონკურსი ტურში საქართველოს წარმომადგენლებმა — გიორგი ნადიბაიძემ და ალისა დანელიამ — 139 და 135 ქულა მიიღეს.

რუსულმა კონკურსმა „ახალი ტალღა 2016“ სტარტი სოჭში 3 სექტემბერს აიღო და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის 16 შემსრულებელი იღებს მონაწილეობას.

პირველ ტურში, რომელიც 4 სექტემბერს გაიმართა, New Wave Hall-ის სცენაზე კონკურსის მონაწილეები მსმენელის წინაშე პროგრამით „სიმღერები საყვარელი კინოფილმებიდან“ წარდგნენ.

ახალი ტალღა - Sputnik საქართველო
„ახალი ტალღა 2016“ და ორი ქართველი კონკურსანტი — როგორია გამარჯვების შანსი?

ჟიურის შემადგენლობაში არიან პროდიუსერები, მომღერლები და კომპოზიტორები — იგორ კრუტოი, ფილიპ კირკოროვი, ლეონიდ აგუტინი, ვალერია, ანი ლორაკი, ანჟელიკა ვარუმი,  კონსტანტინ მელაძე, ვიქტორ დრობიში, ვალერი მელაძე, დიმიტრის კონტოპულოსი (საბერძნეთი),"ГПМ Радио"-ს გენერალური დირექტორი იური კოსტინი და „МУЗ ТВ“-ს  გენერალური დირექტორი არმან დავლეტიაროვი.

ჟიურის თავმჯდომარეა რუსეთის სახალხო არტისტი, პროდიუსერი და კომპოზიტორი იგორ კრუტოი.

„ახალი ტალღა 2016“-ის კონკურსის პირველ დღეს გიორგი ნადიბაიძემ „არმაგედონის“ საუნდრეკი — Aerosmith-ის "I Don’t Wanna Miss a Thing" შეასრულა. უმაღლესი ქულა 11 ქართველ მომღერალს დრობიშმა, ვალერიამ, დავლეტიაროვმა, კირკოროვმა, ნიკოლაევმა, აგუტინმა, ვარუმმა, კონსტანტინ მელაძემ და იგორ კრუტოიმ დაუწერეს. შემსრულებელი 10 ქულით ლორაკმა, კონტიპულოსმა და ვალერი მელაძემ შეაფასეს.

ალისა დანელია მსმენელის წინაშე დონა სამერის "Bad Girls"-ი შეასრულა. მაქსიმალური ქულით ქართველი შემსრულებელი დრობიშმა, ვალერიამ, დავლეტიაროვმა, ნიკოლაევმა, კოსტინმა, ვალერი მელაძემ და ანჟელიკა ვარუმმა შეაფასეს. 10 ქულა კი ალისას ლორაკმა, კრუტოიმ, აგუტინმა და კონსტანტინ მელაძემ დაუწერეს. კონტოპულოსმა და კირკოროვმა ქართველი მომღერალი 9-9 ქულით შეაფასეს.

მაქსიმალური საერთო შეფასება, 143 ქულა, კონკურსის პირველ დღეს უკრაინის წარმომადგენელმა — გალინა ბეზრუკმა მიიღო, მინიმალური კი ლატვიელმა სამანტა ტინამ.

„ახალი ტალღა 2016“-ის მეორე ტური — „დუეტების დღე“ 6 სექტემბერს გაიმართება.

„ახალი ტალღა“ პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსია. 2002 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ლატვიის ქალაქ იურმალაში იმართებოდა. 2015 წლიდან კონკურსი სოჭში იმართება. კონკურსის იდეა კომპოზიტორებს იგორ კრუტოისა და რაიმონდ პაულსს ეკუთვის.

გარდა ამისა, სოჭში ფესტივალზე იმღერებენ სოფია როტარუ, სოსო პავლიაშვილი, პოლინა გაგარინა, სტას მიხაილოვი, ფილიპ კირკოროვი, ირინა ალეგროვა, ვალერი ლეონტიევი, ალსუ, გრიგორი ლეპსი, ლოლიტა, A’Studio, ვალერი მელაძე, იოლკა, ვერა ბრეჟნევა, ბიანკა, სერგეი ლაზარევი, სტას პიეხა, სლავა, ჯიგანი, ჯგუფები „გრადუსი“, „ლენინგრადი“, „ვია–გრა“ და სხვ.

კონკურსს  პირდაპირ ეთერში ტელეარხი "Россия 1" გადასცემს.

„ახალ ტალღაზე“ საქართველოს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. კონკურსის გამარჯვებულები ქართველი შემსრულებლები ორჯერ იყვნენ: 2008 წელს დუეტი „ჯორჯია“ და 2014 წელს ნუცა ბუზალაძე.

ყველა ახალი ამბავი
0