მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს ქართველი მოჭიდავეები მედლის გარეშე დარჩნენ

© courtesy of United World Wrestlingმოჭიდავე რამაზ ზოიძე
მოჭიდავე რამაზ ზოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში შვიდი მედალი მოიპოვა: ოთხი ოქრო და სამი ბრინჯაო.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მაკონში დასრულდა, ერთი მედლის მოპოვებაც ვერ შეძლეს.

ჭიდაობა - Sputnik საქართველო
ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაო მოიპოვეს

სხვებთან შედარებით სატურნირო ცხრილში დაწინაურება ზურიკო ურთაშვილმა (-120კგ) შეძლო. ქართველი მძიმეწონოსანი მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც თურქ ხუსეინ ჩიველეკუსთან ანგარიშით 4:9 დამარცხდა.

კახა ირემაძე (-55 კგ) და მეკი სიმონია (-84კგ) მერვედფინალში გამოეთიშნენ ტურნირს. გიორგი სულავა (-66კგ) კი ჯერ კიდევ კვალიფიკაციაში დამარცხდა.

ასე რომ, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო პირველობაზე, საქართველოს ნაკრებმა, საერთო ჯამში შვიდი მედალი მოიპოვა: ოთხი ოქრო და სამი ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი სინჯის ყველა ჯილდო საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა მოუტანეს: დავით ჩხარტიშვილმა (-55კგ), რამაზ ზოიძემ (-66კგ0, გიორგი მელიამ (-96 კგ) და ზვიად პატარიძემ (-120კგ).

მამაკაცებს შორის საერთოგუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა და რუსეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებს გაუსწრო.

ყველა ახალი ამბავი
0