თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე შმაგი თოდუამ (-60) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (-74) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარეობს.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თოდუამ საფრანგეთის წარმომადგენელი ილმან მუხთაროვი დაამარცხა ანგარიშით 11:6, ხოლო გაფრინდაშვილმა აზერბაიჯანელ მურად სულეიმანოვს სძლია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს აღება შეეძლო, მაგრამ რობერტ დინგაშვილი (-50) ყაზახ ერბულან სარკიტბაევთან ჭიდილში დამარცხდა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. სადაც საქართველოს წარმოადგენენ:
• კახა ირემაძე (-55)
• გიორგი სულავა (-66)
• მექი სიმონია (-84)
• ზურაბ ურთაშვილი (-120)
მანამდე ამავე ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა ბერძნულ-რომაულ სტილში ოთხი ოქროსა და ბრინჯაოს მედლები აიღეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულები გახდნენ.