თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დავით ჩხარტიშვილმა (-55 კგ), რამაზ ზოიძემ (-66 კგ) და ზვიად პატარიძემ (-120 კგ) მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საფრანგეთში ოქროს მედლები მოიპოვეს.
ამგვარად, ამ ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია.
უფრო ადრე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი მელია (-96 კგ) ავიდა, ხოლო ბრინჯაო ნუგზარ წურწუმიას (-50 კგ) ერგო.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოიძემ და პატარიძემ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მეორედ მოიგეს. სულ ერთი თვის წინ კი მათ, თითქმის ასევე სინქრონულად, ევროპის ჩემპიონატიც მოიგეს.
ოთხი ოქროს მედლის წყალობით საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე საერთო გუნდურ ჩათვლაში უპირობო ლიდერია.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში შეჯიბრებები 3 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრები შვიდი სპორტსმენით არის წარმოდგენილი:
გიორგი ღონიაშვილი (-50 კგ)
კახა ირემაძე (-55 კგ)
შმაგი თოდუა (-60 კგ)
გიორგი სულავა (-66 კგ)
ტარიელ გაფრინდაშვილი (-74 კგ)
მექი სიმონია (-84 კგ)
გივი მაჭარაშვილი (-96 კგ)
ზურაბ ურტაშვილი (-120 კგ)